ჩვენს შესახებ

როგორც ამბობენ, ბედნიერება წვრილმანებშია. ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია დავიცვათ ეს პრინციპი პროდუქციის თითოეულ დეტალში.

გვესმის როგორი რთული შეიძლება იყოს ახალბედა, და უკვე გამოცდილი მშობლებისთვისაც კი, შეარჩიონ სანდო, უსაფრთხო და ამავდროულად ლამაზი და ტრენდული პროდუქტი თავიანთი პატარებისთვის. კამელიას აქსესუარები ირჩევა სათითაოდ და ჩვენს დახლებზე მოხვედრამდე, მკაცრ შემოწმაბას გადიან ჩვენი პატარა ხარისხის კონტროლის ექსპერტთან. ყველა აქესუარს მინიჭებული აქვს არა ერთი ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატი.

კომპანია დაარსდა 2018 წლის ზამთარში, ჩვენი პატარა მუზას დაბადებამდე რამოდენიმე კვირით ადრე. მაღაზიის მთავარი მიზანია ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქციის შექმნა და ქართულ ბაზარზე წარდგენა. ჩვენს ვებ გვერდზე თქვენ შეძლებთ გაეცნოთ და შეიძინოთ ჩვენს მიერ შერჩეული ეკოლოგიურად სუფთა, მზა თუ ხელნაკეთი ნაწარმი.

გაულამაზეთ ბავშვობა თქვენს პატარებს კამელიასთან ერთად. ჩვენ ვიცით რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი.